ხშირად ჩენი მომხმარებელი გვეკითხება: “როგორ ჭერს გვირჩევთ სამზარეულოში, აბაზანაში, მისაღებში, საძინებელში?
გასაგებია რომ ჭერის არჩევა დამოკიდებულია მომხმარებლის გემოვნებაზე, მის წარმოდგენაზე თუ რა არის სილამაზე, მაგრამ ჩვენ წარმოგიდგენთ რამოდენიმე პრაქტიკულ რეკომენდაციებს
სამხარეულოში უმჯობესია დამონტაჟდეს გლუვი ფაქტურის სხვადასხვა ღია ფერის ტონის გასაჭიმი ჭერები, რადგან სამზარეულოში მზადდება კერძები პრიალა ჭერი მოითხოვს ხშირ წმენდას, მაგრამ თუ სამზარეულოში არის გამწოვი, თავისთავად შესაძლებელია შეირჩეს პრიალა ჭერის სხვადასხვა ტონები.

სამას ჭერი სამზარეულოში
აბაზანაში ჭერის მონტაჟისას უნდა გავითვალისწინოთ კაფელის ფერები, ძალიან ლამაზია როცა ჭერსა და კედელს შორის არსებობს კონტრასტი, მაგალითად: თეთრი კაფელი და შავი პრიალა ჭერი. ხშირად აბაზანისთვის უკვეთავენ ერთი ფერის კლასიკურ ჭერს, თუმცა შესაძლებელია გაკეთდეს სხვასხვა წყლის თემატური ნახატით (ფოტობეჭდვა)

კონტრასტი გადაჭიმული ჭერი აბაზანაში
აქ შეიძლება ნებისმიერი ფანტაზიის განხორციელება, მთავარია მოუხდეს ინტერიერს, 3დ, “ვარსკვლავური ცა”. ფოტობეჭდვა. მისაღებში ძირითადად ღებულობთ მეგობრებს ნათესავებს ამიტომ ნებისმიერი სპეცეფექტები მისაღებია.

გასაჭიმი ჭერი ოთახში
საძინებლის ჭერიც შეიძლება იყოს განსაკუთრებული – განათებით, ვარსკვლავური ცის სტილში, ფოტობეჭდური, მთავარია ფერები იყოს ღია ფერის, მშვიდი. რადგან საძინებლის მთავარი დანიშნულება დასვენებაა, ამიტომ მკვეთრი და გამაღიზიანებელი ფერები ნაკლებად მისაღებია საძინებლისთვის.

ჩალისფერი პრიალა გაჭიმვა საძინებელში
საბავშვო ოთახისთვის შესაძლებელია დაიბეჭდოს ნებისმიერი ზღაპრის გმირები, ზღაპრულ ფორმატში, მრავალდონიანი და გამოყოფილი ჭერის მეშვეობით შესაძლებელია ოთახში სათამაშო, სამეცადინო და საძინებელი კუთხეების გამოყოფაც.

საცურაო ჭერი ბავშვთა ოთახში
საოფისე კაბინეტი მიღებულია რომ იყოს კლასიკურ და მონოქრომულ სტილში. თუ მხოლოდ თეთრი ჭერი მიგაჩნიათ მოსაწყენად, შეგიძლიათ აირჩიოთ ნებისმიერი სხვა კლასიკური ფერის და ფაქტურის ჭერი. როგორც წესი ასეთ ჭერს წერტილოვანი განათება უფრო უხდება ვიდრე ჭაღი.

საყრდენი ჭერი ოფისში
გაძლიერებული ⇒ ფოტო მონაკვეთი ჭერი.