მონარნარე/მოცურავე გასაჭიმი ჭერების მთავარი იმიტატორი არის მის გარშემო დამონტაჟებული დიოდური ნათება, რომელიც ვიზუალურად ქმნის ჰაერში მოცურავე ჭერის იმიტაციას, სასიამოვნო და ოდნავ ჩახშული ნათება ჭერის გარშემო იწვევს მეტი სივრცისა და სიმყუდროვის შეგრძნებას. ასეთი ჭერი ნებისმიერ ოთახს ანიჭებს დახვეწილობასა და ორიგინალურობას.
თუ ჭერი გაფომებული იქნება მრავალფერიანი დიოდებით, თქვენ შეძლებთ არეგულიროთ ნათების ინტენსივობა ფერთა სხვადასხვაობა.
ამ ტიპის ჭერებს აქვს ყველა თვისება რომელიც გააჩნიათ სხვა გასაჭიმ ჭერებს: მრავალი ათეულ წლიანი გამძლეობა, უსაფრთხოება, ძირითადი ჭერის ხარვეზების დაფარვა, მეზობლების დაუდევრობით წყლის ჩამოსხმისაგან საიმედო დაცვა, სხვადასხვა კომუნიკაციური გაყვანილობების და შეერთებების დამალვა, მოხერხებულობა და პრაქტიკულობა.