გასაჭიმი ჭერები Double Vision: ჭერები განწყობისათვის, თბილისში!
გსურთ ცოტაოდენი ჯადოქრობა ინტერიერში? ეს კი სავსებით ხელმისაწვდომია! ეს საოცრება – არის გასაჭიმი ჭერი Double Vision, რომელსაც შეუძლია ცვალოს მასზე დატანილი გამოსახულება.
როგორი შეიძლება იყოს გასაჭიმი ჭერები ცვალებადი გამოსახულებით და როგორ ქმნიან ამ გასაოცარ ეფექტს?
გასაჭიმი ჭერები Double Vision შეერწყმება ნებისმიერ ინტერიერს: როგორც საცხოვრებელ ოთახს (მაგალითად, მყუდრო საძინებელში ან ზალაში), ისე კონფერენც-დარბაზს, რესტორნის დარბაზს, სასტუმროს ან ბიზნეს-ცენტრის ფოიეს … ყველაფერი დამოკიდებულია ჭერის დიზაინის თავისებურებებზე!
არსებობს ორი ძირითადი მოდიფიკაცია Double Vision გასაჭიმ ჭერებში ჩამალული დიოდური ნათების:
- ერთტონიანი დიოდური ნათების ჩართვამდე, და გამოსახულებით- სანათის ჩართვისას. ანუ, დღის ნათელ დროს ეს არის სტანდარტული, უნივერსალური ჭერი, როგორც წესი თეთრი. მაგრამ როგორც კი დავაჭერთ ხელს ჩამრთველს -დიოდური შუქი გამოიტანს მანამდე დამალულ გამოსახულებას, რომელიც დატანილია გასაჭიმი ჭერის უკანა მხარეს ერთმხრივი ფოტობეჭდვის მეთოდით.
- ორი ნახატის არსებობა: პირველი რომელიც ჩანს განათების გარეშე, და მეორე-რომელიც ჩნდება დიოდური შუქის ჩართვის შემდეგ. ამ ეფექტის მისაღებად პრინტი ხდება ფოტობეჭდვის მეთოდით გასაჭიმი ჭერის ორივე მხარეს. “ღამის” სურათი შეიძლება ავსებდეს “დღისას” (ვთქვათ, თუ გამოსახულებაა ცა- მასზე შეიძლება გაჩნდეს ვარსკვლავები და გაანათოს მთვარემ, თუ ქალაქია- სახლების ფანჯრებში შეიძლება აინთოს შუქები და ა.შ) ან შეიძლება მთლიანად ფარავდეს სურათს (მაგალითისთვის, დიოდებმა შეძლება გაანათოს წრიული ორნამენტი)
გამოსახულების სიუჟეტი შეიძლება იყოს მრავალნაირი-გასაჭიმი ჭერებს Double Vision უშვებენ როგორც ფანტაზიურ, ასევე რეალური პეიზაჟებით, ცის ეფექტით, ცნობილი მხატვრების ფრესკებით აბსტრაქტული ხაზებით.
ამგვარი ჭერების მრავალფეროვნება და ფანტასტიური სილამაზე მართლაც რომ მომნუსხველია!
როგორ ხდება ამგვარი ჭერების დაყენება?
გასაჭიმი ჭერები Double Vision, თავისი არსით ყენდება ისევე როგორც ჩვეულებრივი გასაჭიმი ჭერები. განსხვავება-მხოლოდ დიოდური ნათების დამაგრებაშია, რომლის წყალობით შესაძლებელია მივიღოთ გასაოცარ ეფექტი ორმაგი სურათის განათებისას.
- თავდაპირველად ყენდება მთელი კონსტრუქციის საერთო კარკასი.
- შემდეგ ამაგრებენ და უერთებენ ელქტროობას დიოდურ ნათებას.
- ამის შემდგომ რჩება მხოლოდ ჭერის გაჭიმვა და საბოლოოდ სურათზე დატანილი გამოსახულების დაფიქსირება.
შთაბეჭდილებას, რომელსაც მიიღებთ ამგვარი გასაჭიმი ჭერისგან, უბრალოდ განსაცვიფრებელია!