წერტილოვანი სანათები გასაჭიმი ჭერებისათვის: არჩევანის თავისებურებანი
გასაჭიმ ჭერებზე ნებისმიერი განათება არ მიდის. არჩევანის დროს უნდა გავითვალისწინოთ ყველაფერი, მათ შორის მათი გახურების ტემპერატურა, რომელიც შეიძლება აღმოჩნდეს კრიტიკულად მგრძნობიარე ჭერის მასალის მიმართ. საუკეთესო ვარიანტი ამ მიზნისთვის ხდება ჩასაშენებელი წერტილოვანი სანათები.

წერტილოვანი სანათები ჭაღი არ არის და არ აქვს მიზანი მიიქციოს თავისკენ განსაკუთრებული ყურადღება. მათი დანიშნულება უფრო პრაქტიკულია, ამიტომაც მათი ფორმაც მინიმალისტურია. დანარჩენში მათ შესაძლებლობები-უსაზღვროა. იმასდა მიხედვით თუ როგორია განათების ფერი, რა სიმკვეთრის და რა რაოდენობის
ნათურები იქნება გამოყენებული, და როგორი განლაგებით დამოკიდებულია ესა თუ ის განწყობა , რომელსაც ქმნის სანათები შენობაში.
წერტილოვანი სანათები შეიძლება იყოს:
- კლასიკური. მინიმალისტური დიზაინის დამსახურებით გამოდგება საოფისე შენობებშიც. უპირატესად არის მრგვალი ფორმის, თუმცა გვხვდება კვადრატულებიც. მათი კონსტრუქცია უმარტივესია: პატრონა, არმატურა, ლედ ნათურა . ნათურის სიმძლავრე უნდა იყოს 3 ვატი, თუ სანათისგან არ ვითხოვთ დეკორატიული ფუნქციის შესრულებას.
- დეკორატიულები. კონსტრუქციით თითქმის არ განსხვავდება კლასიკურისგან. დეკორატიული სანათები ორიენტირებულია მათზე ვისაც სურთ რომ სანათები იყოს მკვეთრად გამოხატული დეკორაციის შემადგენელი. ამიტომაც ისინი წარმოდგენილია უფრო ფართო ასორტიმენტით: სხვადასხვა ფორმის და მასალის, მათ შორის ძვირფასი მასალითაც.
დაყენების დროს უნდა გავითვალისწინოთ სანათების გაბარიტები და გამოსაჭრელი ადგილის ზომა გასაჭიმ ჭერზე.
მნიშვნელოვანია! ამ სანათებში გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ ლედ ნათურები და არცერთ შემთხვევაში ჩვეულებრივი ნათურები რომლებიც ხურდება! რადგანაც პირველი საერთოდ არ თბება და არ ტოვებს კვალს პლიონკა PVC-ზე, განსხვავებით ჩვეულებრივი ნათურებისგან.
სპეციალისტები Master-Ceiling-დან, გასაჭიმი ჭერის დაყენებამდე აუცილებლად გაგიწევენ კონსულტაციას უშუალოდ განათებასთან დაკავშირებით და დაგეხმარებიან წერტილოვანი ლედ სანათების შერჩევაში.