შენობაში სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობის დროს სადაც მომატებულია ტენიანობა (აბაზანა, ბასეინი, და სხვა), ჩვენ ვცდილობთ ავირჩიოთ გრძელვადიანი , პრაქტიკული და ტენგამძლე მასალა. სწორედი ამგვარი თვისებები აქვს გასაჭიმ ჭერებს და ამიტომაც ის ამგვარი ტიპის შენობებისთვის საუკეთესო ვარიანტია.
სკეპტიკოსები განაცხადებენ, რომ თუ დავაყენებთ გასაჭიმ ჭერებს სააბაზანო ოთახში ის იქნება სულ წვეთებში და ლაქებით დამახინჯებული! მაგრამ გარწმუნებთ რომ ეს საერთოდაც არ არის ასე.
სააბაზანოში ნებისმიერი აორთქლება არის მხოლოდ წყლის ორთქლი, რომელიც გაშრობის შემდეგ არ ტოვებს ლაქებს და წყლის შრეებს.
კონდენსანტის წარმოქმნის მიზეზი -ტემპერატურის ცვალებადობაა, ის წარმოიქმნება იმ მხრიდან რომელიც უფრო თბილია. გასაჭიმ ჭერებს ამზადებენ თხელი, მაგრამ გამძლე მასალისგან, რომელიც სწრაფად ცხელდება უცბად გამთბარი სააბაზანო ოთახის ტემპერატურისგან და კონდენსანტის წარმოქმნა ამ პირობებში მინიმალურია.
გარდა ამისა ПВХ პლიონკას არ აქვს ნამის წვეთები. და თუ თქვენ სააბაზანო ოთახისთვის ან ბასეინისთვის ირჩევთ მკვეთრ პრიალა ჭერს , ის მუდამ გამოიყურება როგორც კრიალა სარკისებურად, რათქმაუნდა ის დაიორთქლება ცხელი წყლისგან მაგრამ როგორც კი გაშრება ის დაიბრუნებს პირვანდელ პრიალა და სარკისებურ სახეს.