სარემონტო სამუშაოების დროს ძალიან ბერვრი გვეკითხება, შესაძლებელია თუ არა გასაჭიმი ჭერის დემონტაჟი და სხვაგან გადატანა? ჩვენი პასუხია: ,,დიახ“.
არავისთვის არაა საიდუმლო, რომ გასაჭიმი ჭერი-ეს არის გამძლე და ხანგრძლივი გამოყენების ზედაპირი , რომელსაც შეუძლია შეინარჩუნოს თავის სახე მზის სხივების ზემოქმედების შემდეგაც, მომატებული ტენიანობის, და ტემპერატურის ცვალებადობის მიუხედავად. დააყენებთ რა ერთხელ შეგიძლიათ დაივიწყოთ ჭერის რემონტი მრავალი წელი. თუმცა ხანდახან წარმოიშობა ისეთი სიტუაციები, როდესაც საჭიროა ოთახის დიზაინის მთლიანად შეცვლა რასაც საბოლოოდ მივყავართ გასაჭიმი ჭერის კონსტრუქციის დემონტაჟისკენ.

თუ მოხსნილი ჭერი კარგ მდგომარეობაშია, მაშინ ის შეგვიძლია მეორადად გამოვიყენოთ , მაგალითისთვის სხვა ოთახში.
ამგვარი სამუშაოების შესრულება , შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გასაჭიმი ჭერის და ოთახის ზომები ერმანეთს ემთხვევა.
იმისათვის რომ გავითვალისწინოთ ყველა ნიუანსი ამ საკითხში , სპეციალისტის კონსულტაციას -ამზომველის მომსახურებას გვერდს ვერ ავუვლით. თუ პსპეციალისტი თქვენს იდეას ჭერის გადატანაზე დაეთანხმება, მაშინ მემონტაჟეები მოცემულ ოთახში გააკეთებენ ჭერის დემონტაჟს და სწრაფად გადაიტანენ იგივე ჭერს მეორე ოთახში. თქვენ კი ამით გააკეთებთ ეკონომიას არამარტო ფულის, ასევე დაზოგავთ დროს რომელიც უნდა დაგეხარჯათ სარემონტო სამუშაოებზე.