თბილისი, მოსკოვის პრ.24ა ქალაქის რუკაზე
Tbilisi: 558 77 88 53 (558 78 00 83) Batumi: ‎‎555 86 00 68 გადმოგირეკოთ?
სიახლეები და აქციები

როგორ გავაკრათ შპალიერი როცა უკვე გვაქვს გასაჭიმი ჭერი?

ასეთი კითხვა დაგვისვა ჩვენმა კლიენტმა, რომელსაც ჩვენ მანამდე დავუყენეთ გასაჭიმი ჭერი. მის წინაშე დადგა  მანამდე არსებული შპალერის გამოცვლის საკითხი

ვვარაუდობთ, რომ ამგვარი საკითხი სხვებისთვისაც საინტერესო იქნება.

მაშ ასე, პასუხი ძალზედ მარტივი და ბანალურია: კედლისა და ჭერის  გადაბმაზე   შპალერი უნდა მოვჭრათ როგორც მთლიანად შპალერის მოხსნისას ისევე ზემოდან გადაკვრისას.

ოღონდ შემოჭრა უნდა მოხდეს ძალზედ ფრთხილად სამალიარო დანით! და უნდა შევეცადოდ მინიმუმამდე დავიყვანოთ  პლიონკის და დანის კონტაკტი. მაგალითად, მათ შორის ფართო შპატელის განთავსებით (450-600მმ) . შპატელი შეასრულებს ბუფერის როლს პლიონკასა და დანის ბასრ ზედაპირს შორის. შპალიერის შემოჭრის შემდეგ , დაასველეთ ისინი წყალში მიეცით საშუალება დალბეს და მოხსენით ამის შემდგომ. ძალზედ ფრთხილი მიდგომით PVC პლიონკის დაზიანების თავიდან აცილება შესაძლებელია.

თუ გახდა საჭიროება ახალგაკრული შპალერის მოჭრა ეს უნდა მოხდეს მხოლოდ მაკრატლის საშუალებით!  დანით არა!  დანით იქნება არათანაბრად მოჭრილი და ამის გამოსწორება შესაძლებელი იქნება მხოლოდ თავიდან გადაკვრით.

რა თქმა უნდა თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ უფრო უსაფრთხო ამიტომაც  უფრო ძვირი გზა. გასაჭიმი ჭერები ადვილად დემონტაჟდება და ყენდება თავიდან მათი თავდაპირველი იერსახის დაკარგვის გარეშე. მაგრამ ამ ვარიანტის არჩევისას მოგიწევთ დემონტაჟის და  დაყენების მომსახურების საფასურის გადახდა.

უფასო აზომვა

გააგზავნეთ მოთხოვნა ან დაგვიკავშირდით ტელეფონზე: 558 77 88 53